- გაკვეთილის გეგმა Leplanner-ის პროგრამაში ატვირთული თემაზე "ლოგარითმული ფუნქცია" ლოგარითმული ფუნქცია
- შიდა დაკვირვების გაკვეთილის გეგმა.
მასწავლებლის სახელი გვარი, : გულნარა მთვარაძე.
საგანი: მათემატიკა
სწავლების საფეხური/კლასი: მე-9 კლასი მოსწავლეთა რაოდენობა: 28
გაკვეთილის თემა: ფუნქცია. წრფივი ფუნქცია. ( თემის შეჯამება)
გაკვეთილის მიზანი:
IX. 3. მოსწავლეს შუძლია მსჯელობა- დასაბუთების ზოგიერთი ხერხის გამოყენება.
IX. 6. მოსწავლეს შეუძლია ფუნქციებისა და მათი თვისებების გამოყენება სიდიდეებს შორის დამოკიდებულების აღსაწერად და გამოსაკვლევად.
1 აქტივობა : გაკვეთილის თემის, მიზნის, შეფასების კრიტერიუმების გაცნობა 3 წთ
2 აქტივობა : რამდენად ესმის მოსწავლეს სიტყვა ფუნქციის მნიშვნელობა. გამოწვევა. „გონებრივი იერიშის რუკა“. მთელ კლასთან ცარცი, დაფა. 3 წთ.
3 აქტივობა: საშინაო დავალების განხილვა. აქტივობის მიზანი/აღწერა: ფუნქციის ცნების შინაარსის აღწერა. პრაქტიკულ ამოცანებში სიდიდეებს შორის ფუნქციონალური დამოკიდებულებების აღმოჩენის, ამ დამოკიდებულების მათემატიკური მოდელის შექმნის უნარის გამოვლენა. გამოსახონ შესაბამისობა, რომელიც წარმოადგენს ფუნქციას, ან არ არის ფუნქციის გამომსახველი შესაბამისობა. კითხვა- პასუხები. სქემების გამოსახვა. გრაფიკების გამოსახვა. მთელ კლასთან სახელმძღვანელო, დაფა, ცარცი. 5 წთ
4 აქტივობა: ფუნქციის მოცემის ხერხები აქტივობის მიზანი/ აღწერა:მოსწავლემ შეძლოს სიდიდეებს შორის ფუნქციონალური დამოკიდებულების გამოსახვა ფორმულით, წყვილებით, ცხრილით, სქემით, გრაფიკით. შეძლოს გამოსახვის ერთი ფორმიდან მეორეზე გადასვლა, განსაზღვრის არის დადგენა. მოსწავლეებს დაურიგდებათ ბარათები შესაბამისი დავალებებით. საბოლოოდ დავალებები გაერთიანდება ერთ მთლიანობად, რაც ემსახურება ფუნქციის დაგენას. „კონსტრუქტივიზმი“ წყვილებში მუშაობა ბარათები, დაფა, ცარცი. კომპიუტერი, პროექტორი 7 წთ
5 აქტივობა: წრფივი ფუნქციის აგება, შესაბამისობა. აქტივობის მიზანი/აღწერა: წრფივი ფუნქციის ამოცნობის უნარის გამოვლენა.გრაფიკულად წარმოდგენილი ფუნქციის ფორმულით ჩაწერა და პირიქით. ასევე გეომეტრიულად მოცემული ფუნქციის თვისებების დადგენა. (არსებული ელექტრონული რესურსი არის შესაბამისობა, რომელზეც მოცემული გრაფიკები და ფუნქციის ფორმულები უნდა დააჯგუფონ.) ცოდნა გაგება.გამოყენება ანალიზი. შესაბამისობა. ინდივიდუალურად. მთელს კლასთან. კომპიუტერი, პროექტორი. საჭიროების შემთხვევაში თაბახის ფურცლები გამზადებული მოდელებით. დაფა, ცარცი. 12 წთ
6 აქტივობა: კუთხური კოეფიციენტის და L მნიშვნელობის დადგენა. გრაფიკის აგება აქტივობის მიზანი/ აღწერა: საკოორდინატო სიბრტყეზე მოცემული რაიმე წერტილის მიხედვით მოსწავლემ შეძლოს კუთხური კოეფიციენტის დადგენა, თუ ის არ არის მოცემული. ასევე დაადგინოს Yღერძთან გადაკვეთის წერტილი. ბოლოს დაწეროს შესაბამისი ფუნქცია ფორმულით და გამოსახოს გრაფიკულად. ჯგუფური მუშაობა. ანალიზი, სინთეზი. 5-5- მოსწავლიასაგან შედგენილი ჯგუფები დაფა, ცარცი, ფლიპჩატი, კომპიუტერი, პროექტორი 13წთ
7 აქტივობა: სარეზერვო- დამატებითი აქტივობა. ფუნქციის თვისებების დადგენა. აღწერა: მოცემული ფუნქციის გრაფიკის მიხედვით დაადგინონ შესაბამისი თვისებები. ამით მოსწავლეები კიდევ ერთხელ განიმტკიცებენ ცოდნას, მაღალ სააზროვნო უნარ-ჩვევებს. კითხვა პასუხები. ცოდნის გაღრმავება. ანალიზი. მთელ კლასთან კომპიუტერი, პროექტორი, დაფა ცარცი.
8 აქტივობა: შეფასება/ თვითშეფასება 2 წთ
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
• ამოცანის ამოხსნისას იყენებს რიცხვით სიმრავლეებს შორის დამოკიდებულების გამოსახვის ზოგიერთ ხერხს ( მაგალითად, დიაგრამებს და სხვა გრაფიკულ გამოსახულებებს).
• ახდენს ფუნქციის გრაფიკის თვისებების ( დახრის კოეფიციენტი დასაკოორდინატო ღერძრბთან გადაკვეთა) ინტერპრეტირებას სიდიდეებს სორის დამოკიდებულების გასაანალიზებლად;
• მოცემული ფუნქციისათვის , რომელიც აღწერს რეალურ ვითარებას, პოულობს ფუნქციის მნიშვნელობას, ნულებს, მაქსიმუმს- მინიმუმს, ზრდადობა-კლებადობას და ნიშანმუდმივობის შუალედებს და ახდენს მათ ინტერპრეტაციას ამ ვითარების კონტექსტში.
No comments:
Post a Comment