რეფლექსიები


  • შიდა დაკვირვების გაკვეთილის რეფლექსია.



 ჩემი გაკვეთილის თემაა „წრფივი ფუნქცია“.
 გაკვეთილის მიზანი იყო-ამოცანებში სიდიდეებს შორის ფუნქციონალური დამოკიდებულებების აღმოჩენის, ამ დამოკიდებულების მათემატიკური მოდელის შექმნის უნარის გამოვლენა. სიდიდეებს შორის ფუნქციონალური დამოკიდებულების გამოსახვა ფორმულით, წყვილებით, ცხრილით, სქემით, გრაფიკით. წრფივი ფუნქციის ამოცნობის უნარის გამოვლენა.გრაფიკულად წარმოდგენილი ფუნქციის ფორმულით ჩაწერა და პირიქით. ასევე გეომეტრიულად მოცემული ფუნქციის თვისებების დადგენა, კუთხური კოეფიციენტის დადგენა.
სწავლა -სწავლების პროცესი წარიმართა წინასწარ წარდგენილი გეგმის შესაბამისად. განხორციელებული აქტივობები ემსახურებოდა ეროვნული სასწავლო გეგმით დასახულ სტანდარტზე გასვლას.
IX. 3. მოსწავლეს შუძლია მსჯელობა- დასაბუთების ზოგიერთი ხერხის გამოყენება.
 IX. 6. მოსწავლეს შეუძლია ფუნქციებისა და მათი თვისებების გამოყენება სიდიდეებს შორის დამოკიდებულების აღსაწერად და გამოსაკვლევად.
 გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
 • ამოცანის ამოხსნისას იყენებს რიცხვით სიმრავლეებს შორის დამოკიდებულების გამოსახვის ზოგიერთ ხერხს ( მაგალითად, დიაგრამებს და სხვა გრაფიკულ გამოსახულებებს).
 • ახდენს ფუნქციის გრაფიკის თვისებების ( დახრის კოეფიციენტი დასაკოორდინატო ღერძრბთან გადაკვეთა) ინტერპრეტირებას სიდიდეებს სორის დამოკიდებულების გასაანალიზებლად;
 • მოცემული ფუნქციისათვის , რომელიც აღწერს რეალურ ვითარებას, პოულობს ფუნქციის მნიშვნელობას, ნულებს, მაქსიმუმს- მინიმუმს, ზრდადობა-კლებადობას და ნიშანმუდმივობის შუალედებს და ახდენს მათ ინტერპრეტაციას ამ ვითარების კონტექსტში.
მას შემდეგ, რაც მოსწავლეებს გავაცანი გაკვეთილის მიზანი და შეფასების კრიტერიუმები, მოტივაციის შექმნის მიზნით მოვახდინე მათი გამოწვევა გონებრივი იერიშის რუკის დახმარებით, რაც ითვალისწინებდა სიტყვა „ფუნქციის“ მნიშვნელობის ცოდნის წარმოჩენას. ასევე მათემატიკური მოდელის შექმნის უნარის გამოსავლენად მოსწავლეებმა დაფაზე გამოსახეს შესაბამისობა, რომელიც წარმოადგენს ფუნქციას და შესაბამისობა, რომელიც არ გამოსახავს ფუნქციას. შემდეგ ეტაპზე, გაკვეთილის გეგმის მიხედვით მოსწავლეებს დავურიგე ბარათები, რომლებიც ემსახურებოდა ფუნქციის დადგენას. დავალების არსიდან გამომდინარე, მოსწავლემ უნდა შეძლოს სიდიდეებს შორის ფუნქციონალური დამოკიდებულების გამოსახვა ფორმულით , წყვილებით, ცხრილით, სქემით, გრაფიკით. შეძლოს გამოსახვის ერთი ფორმიდან მეორეზე გადასვლა, განსაზღვრის არის დადგენა. მეთოდი „კონსტრუქტივიზმი“ მოცემული აქტივობისთვის მიზანშეწონილი და მიღწევადი აღმოჩნდა.
 მე-5 და მე-6 აქტივობა იყო წარმატებული და ნათელი დასტური ჩემს მიერ დასახული მიზნის მაქსიმალურად მიღწევისა. ეს აქტივობები დაგეგმილი მქონდა ინდივიდუალურად, მთელ კლასთან და ჯგუფურად, რომლის დროსაც მოსწავლეებმა გამოავლინეს ერთმანეთთან თანამშრომლობის და ურთიერთპატივისცემის უნარი, რაც მთავარია გამოიკვეთა მათი არა მხოლოდ დაბალი სააზროვნო უნარები, არამედ გავიდნენ ბლუმის ტაქსონომიის მაღალ სააზროვნო უნარებზე. დავალებები მოითხოვდა მოსწავლეთა თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გადმოცემა/გამოყენებას, მსჯელობა/შეფასებას. გაკვეთილის განმავლობაში ვცდილობდი ვყოფილიყავი ფასილიტატორი, ეტაპობრივად დავხმარებოდი მოსწავლეებს და მიმეცა მათთვის აქტიურად მოქმედების შესაძლებლობა. მოსწავლეები მართლაც აქტიურად იყვნენ ჩართული საგაკვეთილო პროცესში, მსჯელობდნენ და აანალიზებდნენ შესაბამის დავალებებს. ამიტომ ვთვლი რომ მივაღწიე გაკვეთილით განსაზღვრულ მიზანს. გაკვეთილის მსვლელობისას დამჭირდა კორექტივის შეტანა, რადგან დენი გაითიშა და მე-5 აქტივობის მომენტში დაგეგმილი შესაბამისობისას სლაიდების ნაცვლად, გამოვიყენე წინასწარ, საჭიროების შემთხვევაში თაბახის ფურცლებზე გამზადებული დავალება. ბავშვებს მოუწიათ შედარებით უფრო რთული ამოცანის შესრულება, ვიდრე სლაიდებით მქონდა მათთვის მომზადებული, სადაც პირდაპირ ფორმულა გრაფიკთან უნდა შეესაბამებინათ. თაბახის ფურცლებიდან კი მათ მოუწიათ შესაბამისი გრაფიკის ფორმულების თავად დადგენა, რაც უფრო რთული და მაღალი სააზროვნო უნარების მომცველია. მოსწავლეებმა დავალებას თავი კარგად გაართვეს, თუმცა დრო შედარებით მეტი დამჭირდა , ვიდრე განსაზღვრული მქონდა, მაგრამ მე ვთვლი რომ ამ აქტივობით მოსწავლეებმა მიაღწიეს დასახულ მიზანს, ამით კი ჩემი გაკვეთილის მიზანიც მიღწეულ იქნა.
 გარდა ამისა მქონდა დაგეგმილი სარეზერვო დამატებითი აქტივობა , მაგრამ ეს აქტივობა ვერ განვახორციელე, რადგან მეტი დრო დაეთმო ზემოთ ხსენებულ აქტივობას. გაკვეთილი წარიმართა გეგმის მიხედვით, გარდა ზემოთ ნახსენები კორექტივის, (რაც გათვლილი მქონდა წინასწარ). თუმცა გაკვეთილის მსვლელობის დროს გამოიკვეთა, რომ ზოგიერთი მოსწავლე ნაკლებად იყო ჩართული ჯგუფურ მუშაობაში, ამიტომ მათთვის საჭირო იყო მეტი ყურადღების დათმობა, ინდივიდუალურად ინსტრუქციების მიცემა,ასევე დროის სიმცირის გამო შეფასება მხოლოდ ჩართულობის კრიტერიუმით მოვახერხე, რასაც აუცილებლად გავითვალისწინებ შემდგომი გაკვეთილების ჩატარების დროს. გაკვეთილის მოდიფიცირებას სხვა დროს იგივე თემის ჩატარებისას არ მოვახდენ.

No comments:

Post a Comment